ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივიბებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება.
პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნავენ და სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ. ამჯერად, ბუნებისმეტყველების მასწავლებლის ლეილა ბერიძის ხელმძღვანელობით, სოციალური პროექტი - „ჯანსაღი კვება“, გაიმართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. პრეზენტაცია მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს, რის კომპიუტერულ უზრუნველყოფაშიც მე-12 კლასის მოსწავლე თორნიკე ვაშაყმაძე დაეხმარათ.
აქტივობამ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: