სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში ჩერნობილის კატასტროფას საინტერესო ღია გაკვეთილი მიეძღვნა
06-04-2023

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში, სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი საინტერესო შეხვედრა ეწყობა.

ამჯერად მე-10 კლასში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგად გამოწვეული საფრთხეების შესახებ საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა ჩერნობილის ატომური რეაქტორის კატასტროფაზე და კატასტროფისგან გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრეს.

ასევე მოზარდებმა, წარმოადგინეს სლაიდი, რომელშიც აღწერილი იყო ჩერნობილის რეაქტორის აფეთქების შედეგად განვითარებული მოვლენები.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორი გეოგრაფიის მასწავლებელი ქეთევან სუჯაშვილი გახლდათ.

„დიდი მადლობა ქეთევან მასწავლებელს და მეათე კლასის მოსწავლეებს... წარმატება მათ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო-მასალა:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203