მერჯევის საჯარო სკოლის ექიმი მე-8 კლასის მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ ესაუბრა
06-04-2023
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
მათ სკოლის ექიმი ინგლისური ენის გაკვეთილის თემიდან გამომდინარე, პირველადი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა გაიღრმავეს.
გაკვეთილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა აუცილებელი ცოდნა მოტეხილობის, გონების დაკარგვის, ჯანსაღი კვებისა და გადაუდებელი დახმარების შესახებ მიიღეს.
„მადლობა სალომე მასწავლებელს და სკოლის ექიმს ქალბატონ მაკა კუპრაშვილს, ამ მეტად საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს