საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადებიან
06-04-2023
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვან დღესასწაულებს აღნიშნავენ.

ამჯერად, მოსწავლეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადებიან. მათ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, პედაგოგთან ერთად, ჯეჯილი დათესეს, რაც სიცოცხლის, განახლების სიმბოლოა. 
 
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203