გელაძეების საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება ჩატარდა
06-04-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, გელაძეების საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მოზარდებისთვის ღონისძიება განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა.