თბილისის N119 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
06-04-2023
თბილისის N119 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ქეთევან ლომსაძე, ამირან როგავა, გვანცა მწითური და ნანა სიყმაშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. ქეთევან ლომსაძე, ამირან როგავა, გვანცა მწითური და ნანა სიყმაშვილი ბეჯითი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები არიან, მათ შრომა დაუფასდათ, რაც სკოლაში ახარებთ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლა უსურვებს მათ წინსვლას და წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203