პაქსაძეების საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება და ჭადრაკის შეჯიბრი გაიმართა
06-04-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით კი, სხვადასხვა აქტივობები ეწყობა. ამჯერად, სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ და ჭადრაკის შეჯიბრი გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით, ხალისითა და ინტერსით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

აქტივობის ხელმძღვანელი უშანგი გელაძე იყო. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203