
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა მდინარეების დაცვის საერთაშორისი დღე აღნიშნეს.
ეკოკლუბის - „ბუნების ქომაგები“ ინიციატივით, მათ მდინარე ბოლოყოს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
აქტივობაში მოსწავლეები ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: