სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრის პროფესორმა საჯარო ლექცია წაიკითხა
26-04-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრის პროფესორი სებასტიან ფონ მუნშოუ ესტუმრა. ის უნივერსიტეტის რექტრომა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მიიღო.
სებასტიან ფონ მენშოუ უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ინგლისურენოვანი აუდიტორიისათვის საჯარო ლექცია თემაზე „თვითგამორკვევა ტერიტორიული მთლიანობა“ წაიკითხა.
უსაფრთხოების კვლევების პროფესორმა საერთაშორისო სამართლის ორი პრინციპის შესახებ ისაუბრა; ერთა თვითგამორკვევისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათი. მოიყვანა მაგალითები ევროპული დიპლომატიიდან. ისაუბრა კავკასიური კონფლიქტების სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობებზე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს