შუქრუთის N1 სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელმა, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიება გამართა  
06-04-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოფილა. ბიოლოგიის მასწავლებელმა მარეხ მახათაძემ ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა. ის მოსწავლეებს სინდრომის შესახებ ესაუბრა და ამ დღის მნიშვნელობა გააცნო. 

თავის მხრივ, მოსწავლეებმა ინფორმაცია გაცვალეს, აზრი დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. პედაგოგები სხვადასხვა მიმართულებით, მათი ცნობიერების ამაღლებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203