„ჩვენი სკოლა ამაყობს ასეთი მოტივირებული ბავშვებით“- სამების საჯარო სკოლა წარმატებულ მოსწავლეებს გვაცნობს 
06-04-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან და სკოლის სასახელოდ არაერთ წარმატებას აღწევენ. 

მათ შორის არის ლინდა გულბანი, რომელიც გამოირჩევა არა მარტო მაღალი აკადემიური მოსწრებით, არამედ აქტიურად არის ჩართული სასკოლო და სკოლის გარეშე ღონისძიებებში. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მიმდინარე წელს ლინდამ ინფორმატიკაში, სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადის შემოდგომის სეზონში გაიმარჯვა და მოიპოვა II ხარისხის დიპლომი. ამავე დროს, წარმატებას მიაღწია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, სადაც გეოგრაფიაში გადავიდა მესამე ტურში და გადალახა 60%-იანი ბარიერი. 

სკოლამ მიღწეული წარმატებებისთვის ლინდა გულბანს გადასცა წარმატების სიგელი და სიმბოლური საჩუქარი. 

სკოლის დირექციამ წარმატება მიულოცა ასევე X კლასის მოსწავლე ანა გიგლემიანს, რომელსაც საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრებისათვის გადაეცა ლეპტოპი, ამავე დროს გაიმარჯვა ბლოგების კონკურსში და III ადგილის მოპოვებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გადასცა სერტიფიკატი და დაასაჩუქრა პლანშეტით. 

„ჩვენი სკოლა ამაყობს ასეთი მოტივირებული მოსწავლეებით და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203