ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მათემატიკის საერთაშორისო დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
06-04-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც მასწავლებელი ვლადიმერ ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა. მასში  VIII-IX-X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წაიკითხეს მოხსენებები, თემებზე:

  • რიცხვის ისტორია;
  • კლასიკური, კომპიუტერული და გეომეტრიული პერიოდი;
  • რაციონალური მიახლოება და წარმოდგენა საათობრივი ბადით;
  • რიცხვი და კულტურა.

ასევე შეხვედრაზე, მოსწავლეებმა π რიცხვის შესაბამისი ქალაქის და ყელსაბამის მოდელი წარადგინეს.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა, რიცხვის მარტივად დამახსოვრების წესის შესახებ ლექსი წაიკითხეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203