ბაღდათის N1 საჯარო სკოლის გუნდმა - „ავანტიურისტები“ მხიარულთა და საზრიანთა გუნდების კონკურსში 1-ელი ადგილი დაიკავა
06-04-2023

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და შეჯიბრში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, ისინი მხიარულთა და საზრიანთა გუნდების კონკურსში მონაწილეობდნენ, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

სკოლის გუნდი „ავანტიურისტები“ კულტურის სახლის სცენაზე ღირსეულად წარდგა და 1-ელი ადგილი მოიპოვა.

გუნდის წევრებმა შესაძლებლობები, შემოქმედებითი უნარები, სხარტი აზროვნება წარმოაჩინეს და კონკურსში გამარჯვებისთვის ფულადი ჯილდო, 500 ლარის ოდენობით გადაეცათ.

კონკურსში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 5 გუნდი იყო ჩართული.

სასკოლო საზოგადოება გუნდს გამარჯვებას ულოცავს.

მსგავსი გამარჯვებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, სკოლა კი მათ წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203