ნიჯგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო პროექტი განახორციელეს
06-04-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და ამ კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს.

მოსწავლეებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ უფრო ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

ბავშვებმა ასევე მოამზადეს ვიდეორგოლი, რომლის მთავარი მიზანიც არაჯანსაღ საკვებზე უარის თქმა და სწორი კვების არჩევა იყო.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების წახალისება იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203