დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა 
06-04-2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები ტარდება.

მათ შორის აღსანიშნავია,  ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც გეოგრაფიის მასწავლებელი ნინო ხრიკაძე ხელმძღვანელობდა.

გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ, 1971  წლიდან, 21  მარტი ტყის საერთაშორისო დღედ აღიარა. მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ტყეების მნიშვნელობის  შესახებ და განადგურებული ტყის ტერიტორიის აღდგენა.

სწორედ ამ მიზნით, სკოლის მოსწავლეებმაც აღნიშნეს ეს დღე, მოიძიეს და ერთმანეთს გააცნეს ინფორმაცია ტყის მნიშვნელობის შესახებ და ყოველივე ეს დაუკავშირეს მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ხეები.

„ტყის დაცვა და აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.

სკოლაში, გარემოსდაცვით საკითხებსა და მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203