
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება ეწყობა, მათ შორისაა - „მათემატიკის საინტერესო სამყარო“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა ღონისძიება საინტერესოდ და სახალისოდ ჩაატარეს.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს, რამაც სანახაობას კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.
მოზარდებმა, გეომეტრიული ფიგურებით საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს, ასევე ორი პატარა მოთხრობა 3 გოჭზე და 3 დათვზე, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს.
პატარებმა, თავიანთი უნარები და შესაძლებლობები ძალიან კარგად წარმოაჩინეს.
„სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მოსწავლეები აღფრთოვანებული იყვნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეებით. ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩატარდა ღონისძიება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: