ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებისთვის წყლის კვლევის ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში ექსკურსია-გაკვეთილი მოეწყო
06-04-2023
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო ექსკურსია მოეწყო.
5 აპრილს, IX6 კლასის მოსწავლეები, ქიმიის პედაგოგ ირინა ვიდულინას ხელმძღვანელობით, „ბათუმის წყალს“ ესტურნენ.
„ბათუმის წყლის“ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში IX6 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო ექსკურსია-გაკვეთილი მოეწყო.
მასწავლებელთან ერთად „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიის თანამშრომლებმა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს ბავშვებს. მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სასმელი წყლის კვლევებს, ნახეს, თუ როგორ ხდება წყლის სინჯის აღება და წყლის ხარისხის შემოწმება, ისაუბრეს წყლის რესურსების მნიშვნელობაზე.
სკოლაში შთამბჭდავი სასწავლო ექსკურსიისთვის „ბათუმის წყლის“ წარმომადგენლებს მადლობას უხდიან.
„მადლობას მოვახსენებთ ბათუმის წყალს და ვიტოვებთ მომავალი თანამშრომლობის იმედს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს