შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია გამართეს
06-04-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა მე-5, მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეები, უბნის ექიმი რაფიელ დარსალია, ექთანი ხათუნა გაბაიძე მიიწვიეს და საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია გამართეს.

მათ წარადგინეს პრეზენტაცია, თუ როგორ უნდა მიუდგენ შემოქმედებითად „ჯანსაღი ცხოვრების წეს“, ნააზრევი გადაიტანეს ნახატზე, მოაწყეს საინფორმაციო კუთხე. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვები მიწვეულ სტუმრებს დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.

შეხვედრას სხვადასხვა კათედრის წევრები ესწრებოდნენ. ორგანიზატორები საზოგადოებრივი კათედრის წევრი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი მედეა გათენაძე და სპორტის კათედრის წევრი ზურაბ ქამადაძე იყვენენ.

„დღესდღეობით მრავალ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მათ შორის ერთ ერთ აქტუალურ საკითხად მიიჩნევა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203