„მე რომ პრეზიდენტი ვიყო“- პტენის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ნამუშევრები
06-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტივობებითაა დატვირთული, პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, საინტერესო აქტივობა - „მე რომ პრეზიდენტი ვიყო“, მე-5 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს. მათ დაწერეს, რას გააკეთებდნენ საქართველოს პრეზიდენტი რომ იყვნენ.
ერთ-ერთმა მოსწავლემ დაწერა, რომ ბაღს გააშენებდა, რათა ბევრი ხილი ყოფილიყო, ასევე გარემოს გაუფრთხილდებოდა და ბიბლიოთეკებს დაამატებდა.
მეორემ კი დაწერა, რომ, პირველ რიგში, სახელმწიფოზე იზრუნებდა, განავითარებდა, ქალაქებსა თუ სოფლებს ააშენებდა, უკეთეს საცხოვრებელ გარემოს შექმნიდა. მხოლოდ ყოველივე ამის შემდეგ იზრუნებდა საკუთარ თავზე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს