აჭყვას საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
06-04-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში საინტერესო აქტივობა მოაწყვეს.

აქტივობას მასწავლებელი ირინე გორგაძე ხელმძღვანელობდა.

პატარები, სკოლის ბიბლიოთეკაში გაეცნენ სხვადასხვა საბავშვო წიგნს, ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები მხატვრულ ლიტერატურაზე.

აღსანიშნავია, რომ საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე 2 აპრილს აღინიშნება.

მოსწავლეებისთვის აქტივობა ძალიან საინტერესო, სახალისო და პროდუქტიული აღმოჩნდა, ისინი სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203