„მენაფირის აკადემიაში“ ტრადიციული საგნობრივი კვირეული დაიწყო
06-04-2023
რუსთავის „მენაფირის აკადემია“ მომავალ თაობას მეტად საინტერესო, მათ ინტერესებსა და მრავალმხრივ განვითარებაზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობს, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება. 

აკადემიაში ტრადიციული საგნობრივი კვირეული დაიწყო, რომელშიც ჩართულნი არიან დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენების, მათემატიკის, სპორტისა და ესთეტიკის, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრები.

როგორც აკადემიაში გვეუბნებიან, კვირეული არის ანგარიში მასწავლებელთა და მოსწავლეთა საქმიანობისა. ყოველი დღე მიზნობრივადაა გაწერილი. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები ამზადებენ კედლის გაზეთებს, საინტერესო პრეზენტაციებს, ტარდება ღია გაკვეთილები და ვიქტორინები, ეწყობა გასვლითი ღონისძიებები და სხვადასხვა აქტივობა.

კვირეულის დღეებში სკოლის კარი ღიაა მშობლებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203