ხონის N2 საჯარო სკოლაში სწორი კვების შესახებ შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია მოეწყო
06-04-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამ მიზნით, მე-10 კლასების მოსწავლეებმა მასწავლებელ მაია მაჭარაძის ხელმძღვანელობით, ინფორმაციული პრეზენტაცია მოაწყვეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კვება ყველასთვის მნიშვნელოვანია, ის არის შესანიშნავი გზა, დაეხმარო სხეულს იყოს ძლიერი და ჯანმრთელი. სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია და უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორცილებას.

სწორად შერჩეული საკვებით შესაძლებელია შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, შევამციროთ და თავიდან ავიცილოთ ქრონიკული დაავადებების რისკი, გამოვიყურებოდეთ მიმზიდველად.

კვების სრულფასოვნებას განსაზღვრავს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დაბალანსებული მიღება.

სკოლაში პრეზენტაცია, სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ მოეწყო.  

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა სახალისო აქტივობა - „ჯანსაღი საკვების კალათა“, შეასრულეს.

შეხვედრის ბოლოს კი, მოზარდებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჯანსაღი კვების გარეშე წარმოუდგენელია.

ბოლოს კი თანატოლებს მოუწოდეს:

„მიიღეთ ყველა ის ვიტამინი და მინერალი, რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება და იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტებით. გახსოვდეთ, რომ სწორი კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების, განვითარების და ორგანიზმის ზრდის უმნიშვნელოვანესი პირობაა“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203