ხონის N2 საჯარო სკოლამ საგანმანათლებლო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა
06-04-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლამ, საგანმანათლებლო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, ხონის რესურსცენტრმა სასიხარულო მოლოცვის და მადლობის წერილი მიიღო კონკურსი - „წრიული ეკონომიკის საგრანტო პროგრამის“ ორგანიზატორებისაგან.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, წრიული ეკონომიკის პროექტებისთვის, ცოტა ხნის წინ ჩვენმა პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, გარემოსდაცვითი განათლების ფონდმა (FEE), საგანმანათლებლო გრანტების კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსში მთელი მსოფლიოდან 100 - ზე მეტი განაცხადი შევიდა და მათგან საუკეთესო სამოცი შეირჩა, აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ პროექტებს შორის, ყველაზე მეტი - 19 პროექტი საქართველოდანაა, მათ შორის 3 იმერეთის რეგიონიდან, მათგან ერთ-ერთი კი ხონის N2 საჯარო სკოლაა.
„ვულოცავთ სკოლას ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს