წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
06-04-2023
წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის სასწავლო სკოლას არაერთი წარჩინებული და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისა ანი წულაია და ლია შანავა, რომლებიც კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ.
მოსწავლეებს ჯილდო, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ფარგლებში გადასცა.
სკოლა ამაყობს მოსწავლეთა წარმატებით და წინსვლას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს