ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიაში“ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა
06-04-2023

ფოთის კერძო სკოლაგიმნაზიაში“ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მათ აღნიშნულ დღეზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, გაეცნენ მის მნიშვნელობას, თემატური პლაკატები დაამზადეს და ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობაში მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს გამოაცხადა. ამ დღის დაწესება აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზებას ემსახურება.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203