
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისად აღნიშნავენ, გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე ყოფილა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მანანა ღოღობერიძის ხელმძღვანელობით, აქტივობები მოაწყვეს.
მათ პრეზენტაცია - „მაინც რა არის აუტიზმი?“, გამართეს, უყურეს ანიმაციურ ფილმს და შექმნეს პოსტერი - „აუტიზმის გასაღები სიყვარულია“. ფილმის ჩვენების შემდეგ, დისკუსია მოეწყო, მათ ნანახი რეალურ ცხოვრებას დაუკავშირეს, აზრი დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეები მსჯელობით იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აუტიზმი დაავადება არ არის და რომ აუტიზმის მქონე ადამიანები ისეთივე უნიკალურები არიან, როგორც ყველა დანარჩენი.
„აუტიზმის მქონე ბავშვის უფლებების დამცველი, ტოლერანტი, მიმღებელი, მხარდამჭერი და დამხმარე კლასია ეს კლასი. მათმა დამრიგებელმა, მშობლებმა და თავად მოსწავლეებმა პირველი კლასიდანვე შექმნეს მზრუნველი და მოსიყვარულე გარემო, რომელშიც ნებისმიერი ბავშვი თავს კომფორტულად იგძნობს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: