საბუეს საჯარო სკოლაში, X კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, საინტერესო კონფერენცია გაიმართა
06-04-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, X კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, კონფერენცია - „ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“, გაიმართა. მათ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. 

კონფერენციის მიზანი იყო მსმენელისთვის გაეცნოთ ინფორმაცია თუ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მიაყენოს
ადამიანის ჯანმრთელობას ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკის მოხმარებამ. 

ღონისძიებას ორგანიზება - მაგული ველიაშვილმა და ნათია კონჭოშვილმა გაუწიეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203