წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ
06-04-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საინტერესო პროექტებში ყოველთვის დიდი მონდომებით ერთვებიან და მშობლიურ სკოლას ასახელებენ. 

ამჯერად, ისინი საერთაშორისო დონის უმნიშვნელოვანეს პროექტში - „ახალგაზრდების ხმა, ახალი ხედვა“, მონაწილეობდნენ. მათ წყალტუბოს არქიტექურა, მღვიმეები, ბალნეოლოგიური სამკურნალო წყლები, გამოჩენილი ადამიანები და საკუთარი სკოლის მიღწევები შემდეგი საქართველოს, აზერბაიჯანის, ხორვატიის, ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, ინდონეზიის, კანადის, ფილიპინების და ნიგერიის სკოლების წარმომადგენლებს გააცნეს.

პროექტში მონაწილეობდნენ: მასწავლებლები - ფაქიზო ფანჩულიძე (დირექტორი), მზია კუბეცია, ინგა არაბიძე, ნატალია მანდარია და მოსწავლეები - ერეჯლე გედენიძე, ლუკა შვანგირაძე, მარიამ ჯიქია, მარიამ სამანიშვილი და ლიკა მიქაბერიძე.

„მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები პროექტში ჩაერთნენ. მადლობა ორგანიზატორს საქართველოდან, ინგა ხარჩილავას, კახაბერ ჩაკვეტაძეს, მარიამ მამაგულაშვილს. მადლობა საერთაშორის სტაჟირების უნივერსიტაეტის დამფუძნებელს, ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა პროფესორს მხარდაჭერისთვის. ვულოცავ კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებს და მოსწავლეებს. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის, თანამედროვე სწავლა-სწავლების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203