საბუეს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა პოეზიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
06-04-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღებიც.
გამონაკლისი არც პოეზიის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს, მათ დამსწრე საზოგადოებას როგორც ყველასთვის ცნობილი, საყვარელი პოეტების შემოქმედება, აგრეთვე თანამედროვე პოეტების შექმნილი ლექსებიც გააცნეს.
ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მოსწავლეებმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიების ორგანიზატორი თამარ დუშმანაშვილი, ხოლო მუსიკალური ხელმძღვანელი ნანა ამბროსიშვილი იყო.
„მერვე კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს ყველა ის მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ქართველ პოეტებს შეუდარებელი ლექსები აქვთ შექმნილი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს