ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ჯაბა ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა
06-04-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სპორტულ აქტივობებში ხშირად ერთვებიან და წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად კი, მეათე კლასის მოსწავლე ჯაბა ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. ის შრომისმოყვარე, ნიჭიერი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა. მან შესაძლებლობები წარმოაჩინა და გამარჯვება ღირსეულად მოიპოვა.

სკოლაში მისი მიღწევით ძალიან ამაყობენ.

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა თუ მოსწავლეთა წარმატებები ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში საბედნიეროდ, მუდმივია.
სულ გვყავდა გამარჯვებულები ამ სფეროში. წლების წინ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, შმაგი ბოლქვაძე ოლიმპიური პრიოზიორი გახდა.ტრადიციას არც ახლა არღვევენ ჩვენი ბიჭები. 
სკოლის ადმინისტრაცია,პედაგოგიური კოლექტივი,მოსწავლეები ვულოცავთ ჯაბას ამ უდიდეს წარმატებას.
გვაქვს იმედი, ჯაბა მწვერვალებს დაიპყრობს. ოლიმპიური ჩემპიონობა მოგველოცოს, ჯაბა. ვულოცავთ ასევე, თაგოს საჯარო სკოლას, თქვენი უდიდესი წვლილია ჯაბას წარმატებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203