„პოეტი პოეზიაში ცოცხლობს!“  - ზემო ნატანების საჯარო სკოლაში პოეტ პაატა მახარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
06-04-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. 

სკოლაში 2 წლის წინ გარდაცვილი ახალგაზრდა პოეტის - პაატა მახარაძის (ბართოლომეო) ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო - „პოეტი პოეზიაში ცოცხლობს!“ მოეწყო.

ღონისძიება ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელის - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის - ნანი ბოლქვაძის ორგანიზებით ჩატარდა. 

მოსწავლეებმა პოეტის შემოქმედება წარმოადგინეს და მისი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. 

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203