მუხურის თემის საჯარო სკოლაში საინტერესო ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა
06-04-2023
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და ცნობირების ამაღლების მიზნით, სკოლაში სხვადასხვა სახის შეხვედრა და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში სტუმრად მღვდელი ალექსანდრე თოლორდავა იმყოფებოდა. მასთან შეხვედრა სასკოლო საზოგადოების ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრაზე მოძღვარმა უფლის სიყვარულზე, სიკეთეზე, მცნებებზე, მშობელთა და შვილთა ურთიერთობაზე ისაუბრა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო და საყურადღებო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს

„მშობლიური სკოლა მადლობას უხდის მამა ალექსანდრეს შთამბეჭდავი  და საგულისხმო საუბრისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი ტიპის შეხვედრა პერმანენტულად გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203