ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
06-04-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - მარიამ აკობიძე, ლიზი წითლიძე, ლიზი ცენტერაძე, ლანა ნაკაიძე და მარი ღლონტი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების ცერემონიალი ოზურგეთის ფოლკლორის სახლში გაიმართა. ღონისძიებაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 82 მოსწავლე დაჯილდოვდა, მათ შორის ქვემო ნატანების საჯარო სკოლის 5 მოსწავლე.
ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი მესალმა. მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდოს მიღება მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა - ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავჯდომარე დავით დარჩიამ და წინსვლა უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.