„ბუნების საოცრებანი“ - მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
06-04-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო პროექტები და გაკვეთილები ტარდება.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „ბუნების საოცრებანი“ იმუშავეს.
მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლენა უგულავას დახმარებით, საქართველოში არსებული რამდენიმე ძეგლი შეარჩიეს და ილუსტრირებული გზამკვლევი დაამზადეს.
„მოსწავლეებმა აღწერეს ძეგლები, მიანიშნეს მარშრუტი დედაქალაქიდან ამ ძეგლებამდე მისასვლელად და გზამკვლევს ფოტოები დაურთეს“, - ამბობენ სკოლაში.
მერვეკლასელებმა დავალებას თავი წარმატებით გაართვეს.
მათ ასევე პროექტის ფარგლებში, სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს - აღნიშნულ თემაზე ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს.
პროექტის მომზადებაში ისინი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მსგავსი პროექტები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას მეტად ზრდის.