კაკლიანის საჯარო სკოლაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით ქართული ენის საფუძვლიანად სწავლა-სწავლებისთვის, კლუბი შეიქმნა 
06-04-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლაში, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვასა და სწავლებისას ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამ მიზნით, სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის, მარია ხმალაძის ინიციატივით შეიქმნა კლუბი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის მიზანია კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით ქართული ენის საფუძვლიანად შესწავლა და კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება.

პროექტი სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატივაში პედკოლექტივიც ძალიან აქტიურად არის ჩართული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203