უწერის საჯარო სკოლაში მათემატიკური დღესასწაული მოეწყო
06-04-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება ეწყობა.

მათ შორის აღსანიშნავია, π რიცხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიება ტექნიკური საბუნებისმეტყველო კათედრის ორგანიზებით გაიმართა და მასში სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი იყო ჩართული.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წარმოდგენა დატვირთული იყო სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით.

მოეწყო ინფორმაციული ხასიათის პრეზენტაცია, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს ამ დღის არსი და მნიშვნელობა.

შეხვედრა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და პოდუქტიული აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203