„ბედნიერებაა, როცა მიზანს აღწევ, შენი შრომის შედეგს ხედავ“- აკაურთის საჯარო სკოლის მოსწავლის - ჩინარა ნაბიევას წარმატება ქართული ენის ოლიმპიადაში
06-04-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლაში სწავლას მოწყურებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა ოლიმპიადაში მონდომებით მონაწილეობენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა, მეათეკლასელი ჩინარა ნაბიევა. მან ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე, ქართულში, როგორც მეორე ენაში წარმატებით იასპარეზა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მეათეკლასელმა, რომელმაც უმაღლესი შედეგით ათეულში საუკეთესო ადგილი დაიკავა სკოლა ასახელა.

„ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში პირველად მყავს ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული და თან ქართულში, როგორც მეორე ენაში... ბედნიერებაა, როცა მიზანს აღწევ, როცა შენი შრომის შედეგს ხედავ“, - ამბობს მოსწავლის პედაგოგი, ქეთევან ლიქოკელი.

პედაგოგი - ქეთევან ლიქოკელი სკოლას, გამარჯვებული მოსწავლის მასწავლებლებს, მშობლებსა და მეგობრებს აღნიშნულ დიდ გამარჯვებას ულოცავს და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

აღსანიშნავია რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203