აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბისთვის სამუშაო სივრცე მოეწყო
06-04-2023

აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. მათი ძალისხმევით, მოზარდები ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან.

სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი - „ჩვენ“ (ხელმძღვანელი თ.კუხიანიძე), რომლის წევრებიც საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს ახორციელებენ. 

საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა სკოლაში“ საფუძველზე აფხაზეთის N5 საჯარო სკოლამ სამოქალაქო განათლების კლუბისთვის გამოყო სივრცე და სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ავეჯით (საოფისე მაგიდა,სკამები, პუფები) აღჭურვა. 

სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International და რომელიც ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203