თბილისის N219 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ხის სათამაშოების სახელოსნოს ესტუმრნენ
06-04-2023
თბილისის N219 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი აქტივობა მოეწყო.
5 აპრილს, მე-4ბ კლასის დამრიგებელმა - ლია იობაშვილმა, სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები ხის სათამაშოების ჯადოსნურ სახელოსნოში - „კოდალაში“ წაიყვანა.
მოსწავლეები სახელოსნოს სახალისო და შემეცნებით პროგრამაში ჩაერთნენ და დიდი ინტერესით შეასრულეს მითითებული დავალებები, თავიანთი ხელით შეღებეს სააღდგომო ნივთები, რამაც ბავშვები გაახალისა. მათ სიმღერ-სიმღერით შეასრულეს ეს საინტერესო აქტივობები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთმა ჩართულობამ ხელი შეუწყო მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და გაუმჯობესებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს