საბათლოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო ღონისძიებებითა და აქტივობებით აღნიშნავენ
05-04-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოფილა. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს, აზრი დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს. მათ თემატური ნამუშევრები მოამზადეს და გზავნილი - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ჩვენ ვაკავშირებთ“, გააჟღერეს.
მოსწავლე-მასწავლებლებმა ასეთივე მონდომებით გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - 3 და 8 მარტი აღნიშნეს და მათთვის საყვარელ ადამიანებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს