„მასწავლებელთა პროფესიონალიზმი, მოსწავლეთა სიღრმისეული ცოდნის ფუნდამენტია“- გაეცანით ნაბაკევის საჯარო სკოლის პედაგოგ ნანა ჩომახიძის სტატიას
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის პროფესიონალ მასწავლებელთა გუნდი როგორც მოსწავლეების, ისე საკუთარ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. ამ მიზნით კი ყოველდღიურად შრომობენ. ერთ-ერთი ასეთი მათემატიკის მასწავლებელი ნანა ჩომახიძეა. მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები არაერთ წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, პედაგოგმა სტატია დაწერა, რომლის საშუალებითაც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილ ცოდნას კოლეგებს უზიარებს. მისი თქმით, მასწავლებელთა პროფესიონალიზმი, მოსწავლეთა სიღრმისეული ცოდნის ფუნდამენტია.
„ჩემი პედაგოგიური გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დინამიურ სასწვლო გარემოში აუცილებელია სასწავლო მიდგომების მოსწავლეზე ორიენტირებული ცვლილებები, რადგანაც ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ბავშვების ცოდნა გავხადოთ ადაპტირებული პრაქტიკულ გამოყენებაზე. „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვამ საკმაოდ შეცვალა როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების ხედვა და საჭიროებები“,- წერს ნანა ჩომახიძე.
იხილეთ სტატია
ბმულზე