„ბარბარიზმების გარეშე“ - თბილისის N120 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
05-04-2023
თბილისის N120 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები იმართება.

სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მაია ზოზრაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ბარბარიზმების გარეშე“, გრძელდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, XI1 კლასის მოსწავლეებმა - ქეთი მებაღიშვილმა, ივანე გონგლაძემ, ლიკა იმერლიშვილმა, ლიკა ფილაურმა, ლიზი ჭელიშვილმა აქტივობა - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ...“, გამართეს. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას სლაიდშოუ წარუდგინეს, ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობაზე, მის ადგილზე მსოფლიოს უძველეს ენათა შორის, გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილი.

კლასის ხელმძღვანელი ნარა თეთრაძეა.

„გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ თითოეული მათგანი ვალდებულია, დაიცვას ქართული ენის სიწმინდე და განდევნოს უცხო ენიდან შემოსული სიტყვები პროექტის დანიშნულებაც ხომ სწორედ ესაა, აღმოვფხვრათ ბარბარიზმები, ვწეროთ და ვიმეტყველოთ გამართული ქართულით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203