კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით იასპარეზეს
05-04-2023

ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან და წარმატებასაც აღწევენ.

ამჯერად, მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები ჩოხატაურის სამრევლო სკოლაში საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ეგიდით ჩატარებულ ინტელექტუალურ თამაშში - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მონაწილეობდნენ. 

კონკურსში ერთმანეთს ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ჯგუფი „ივერონი“ და ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის ჯგუფი „მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი“ შეხვდნენ.

როგორც ცენტრში გვიყვებიან, კონკურსი სასკოლო ეტაპისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.

„თამაში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ჩვენმა გუნდმა 29 ქულა დააგროვა. შესაბამისად , „ივერიონი“ მონაწილეობას გააგრძელებს ნახევარფინალში. წარმატებები ჩვენ საამაყო გუნდს!“, - აღნიშნავენ საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში.

მსგავსი კონკურსები მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც ცენტრში ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203