მატნის N1 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოფილა. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს, აზრი დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს.
მათ, სპეციალური მასწავლებლების - ნატო ტუგულაშვილის, შორენა გიგოლაშვილის და ლანა ზუბაშვილის ხელმძღვანელობით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაციები წარადგინეს და დაუნის სინდრომის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები, რითაც ყველას მოუწოდეს, რომ ნებისმიერი საჭიროების მქონე პირი სოციუმის სრულფასოვან წევრად უნდა მიიღონ.
მათ გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს.
იხილეთ ფოტოები: