„მცირედი შესაწირი ჩვენი დიდი გულებით“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა საქველმოქმედო ღონისძიება
05-04-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლა ღირსეულ მოქალაქეებს ზრდის. პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად სიკეთის კეთებას ასწავლიან.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა, საქველმოქმედო აქტივობა - „მცირედი შესაწირი ჩვენი დიდი გულებით“, ჩაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მცირედი შესაწირი ფერიის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიას შესწირეს.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები გიმნაზიას ესტუმრნენ, დაათვალიერეს და მის შესახებ საინტერესო ფაქტები მოისმინეს.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სოციალურ აქტივობებში ჩართვა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203