ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ 
05-04-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა საინტერესო პროექტში აქტიურად ერთვებიან და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად მე-6 კლასის მოსწავლეები, აჭარის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - „პეიზაჟი“, მონაწილეობდნენ.

პროგრმის ფარგლებში მოსწავლეები მუზეუმს ეწვივნენ, ექსპონატებს გაეცნენ და მათი ისტორია მოისმინეს.

აჭარის მუზეუმის ადმინისტრაციამ, მონაწილე მოსწავლეებს აქტიურობისთვის სერტიფიკატები გადასცა.

ბავშვებისთვის, პროგრამაში მონაწილეობა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა.

კლასის დამრიგებელი ნანა მალაყმაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203