იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება გუნდური ინტელექტუალური თამაშის რეგიონალურ ტურში
05-04-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრებებსა და კონკურსებში მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, მათ ოზურგეთში გამართულ გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ რეგიონალურ ტურში ღირსეულად გაიმარჯვეს. 

მათ თამაშში გამარჯვებისთვის 1-ელი ხარისხის 2 დიპლომი დაიმსახურეს.

„ყოჩაღებისა“ და „ვარსკვლავების“ წარმატებები - 2 რეგიონალური ჩემპიონატის გამარჯვებულები, წინ გამარჯვებისკენ ბავშვებო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203