ზემო ქედის N1 სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის რეგიონალურ შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავეს
05-04-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სპორტულ აქტივობაში ხშირად ერთვებიან.

ამჯერად, ისინი მაგიდის ჩოგბურთის რეგიონალურ შეჯიბრში მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ისინი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„წარმატებები სკოლას, მასწავლებელს და სკოლის მოსწავლეებს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203