ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით დაჯილდოვდნენ
05-04-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები გადაეცათ. 

თამუნა სეთურმა და სალომე მკერვალიძემ ოქროს, ხოლო თამთა ღუდუშაურმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი, ბეჯითი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები იყვნენ.

მათ სკოლის ადმინისტრაცია და პედკოლექტივი ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. კურსდამთავრებული, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203