თეჯისის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღინიშნა
05-04-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები თუ აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს.

3 და 8 მარტთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ლამაზი ნახატები და კედლის გაზეთი შექმნეს.

მათ დედებს მისალოცი ბარათები დაუმზადეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

მოსწავლეებმა ასევე დიდი მონდომებითა და ინტერესით აღნიშნეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ბავშვებმა სკოლაში თემატური ნახატები წარმოადგინეს და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აქტივობაში მოსწავლეები ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203